Thumbnail

ქანიე ვესთი: ძალიან ამაყი ვარ, ჩემი ლამაზი კიმი მილიარდერი გახდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც თავის ცოლს, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანს მილიარდერის სტატუსის მოპოვება მიულოცა. კიმის კოსმეტიკური და პარფიუმერული ბრენდი KKW Beauty მას შემდეგ შეფასდა მილიარდ დოლარად, რაც მან ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშესთან, კომპანია Сoty-სთან გააფორმა კონტრაქტი.

ნიკი მინაჟი: თუ ჩემი და ქანიე ვესთის ტრეკის მოსმენა გსურთ, შეაწუხეთ კიმ კარდაშიანი

ქანიე ვესთის Yeezy მაკიაჟის პროდუქტებსა და თავის მოვლის საშუალებებსაც გაყიდის

"ძალიან ვამაყობ ჩემი ლამაზი ცოლით. კიმ კარდაშიან-ვესთი ოფიციალურად გახდა მილიარდერი. ყველაზე გიჟურ სირთულეებს გაუძელი. შენ და ჩვენს ოჯახს ღმერთი მფარველობს. ძალიან გვიყვარხარ", - ასათაურებს ქანიე ცოლისთვის მიძღვნილ ნატურმორტს.

39 წლის კიმ კარდაშიანმა Сoty-ს თავისი ბრენდის აქციების 20% ორას მილიონ დოლარად მიჰყიდა. კომპანია მისი ბიზნესის განვითარებაზე იზრუნებს, თავად კი პროდუქციის პრომოუშენს გააგრძელებს. კიმმა 2019 წელს კიდევ ერთი ბრენდი Skims დააფუძნა, რომელიც სხეულის სილუეტის გამოსაკვეთ სამოსს აწარმოებს.

კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული