Thumbnail

ნახეთ: Tekashi 6ix9ine ახალი კომპოზიციის Yaya ნაწყვეტს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი ახალი კომპოზიციის Yaya ნაწყვეტს ავრცელებს. როგორც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, ჩანაწერი ესპანურენოვანი იქნება. მუსიკოსი, რომლის მამა პუერტორიკოელი, დედა კი მექსიკელია, სინგლის პრემიერას 3 ივლისს გეგმავს.

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ ანტირეკორდი დაამყარა

ციხეში ყოფნისას რეპერმა ლეიბლ 10K Projects-თან ათმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მან ორი, ინგლისური და ესპანურენოვანი ალბომი უნდა გამოსცეს.

Yaya ტეკაშის პირველი ესპანურენოვანი ნამუშევარი არ იქნება. წარსულში მუსიკოსმა პუერტორიკოელ რეპერ Anuel AA-სთან ერთად ორი კომპოზიცია, BEBE და MALA გაავრცელა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული