Thumbnail

Lil Baby: ერთ კვირაში 60 დოლარი 100 000-ად ვაქციე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, დომინიქ ჯოუნსის, იგივე Lil Baby-ს დამ რეპერის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, მანამ ცნობილი გახდებოდა, ბეიბიმ ორ დასა და დედას 20-20 დოლარი გამოართვა, რამაც ისინი გააკვირვა.

მოუსმინეთ: Lil Baby - The Bigger Picture

Lil Baby: სხვის ტრეკში მონაწილეობას აღარ მივიღებ, თუ ბევრ ფულს არ გადამიხდიან

"2014 წელი იყო, დომინიქი ჩვენთან მოვიდა და სამივეს 20-20 დოლარი გვთხოვა. გაგვიკვირდა, რადგან ფული არასდროს გამოურთმევია. ამის შემდეგ დაახლოებით 1 კვირა აღარ გამოჩენილა. რამდენიმე დღეში მის ოთახში 100 000 დოლარს მივაგენით", - გაიხსენა ლილ ბეიბის დამ.

მოგვიანებით ბეიბი დის მიერ მოყოლილ ისტორიას გამოეხმაურა:

"თანხის დიდი ნაწილი კამათელის თამაშმა მომიტანა. თავიდან 60 დოლარით 2 000 მოვიგე, მერე კი აღარ წამიგია".

დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელმაც გამოქვეყნებიდან სამ კვირაში ოქროს სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით ნამუშევრის მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული