Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ 1999 წელს კოლუმბიაში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica 1999 წლის 2 მაისს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართული კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ქავერ ალბომის Garage Inc. მხარდამჭერი ტურნეს Garage Remains the Same ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე ბენდმა 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 20 კომპოზიცია შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პერფორმანსი იყო, რომელიც კოლექტივმა კოლუმბიაში გამართა.

ლარს ულრიხი: კარანტინის პერიოდში Metallica ახალ ალბომზე მუშაობდა

ნახეთ: Metallica-მ 2019 წელს მანჩესტერში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

ნახეთ: Metallica-მ 1997 წელს იუტაში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული