Thumbnail

გთავაზობთ 2020 წლის ივნისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Amnesia Scanner - AS Too Late

გერმანიაში მოღვაწე ფინურმა დუეტმა Amnesia Scanner ახალი კომპოზიცია AS Too Late გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსების ბოლო ალბომში Tearless არის წარმოდგენილი, რომელიც 19 ივნისს გამოიცა.

9. Adrian Younge & Ali Shaheed Muhammad Ft. Roy Ayers - Synchronize Vibration

79 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, როი ეიერსმა ახალი კომპოზიცია Synchronize Vibration გაავრცელა. ტრეკი მის ალბომში JID002 შევიდა, რომელიც 19 ივნისს გამოიცა. ჩანაწერში კალიფორნიელი პროდიუსერი, ადრიან იანგი და ცნობილი ჰიპ ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest ყოფილი წევრი, ალი შაჰიდ მუჰამადი მონაწილეობენ.

8. RZA - Be Like Water

ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ დიგსმა, ფსევდონიმით RZA, ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Be Like Water გაავრცელა. 

7. Khruangbin - Pelota

ამერიკულმა ჯგუფმა Khruangbin ახალი კომპოზიცია Pelota და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების რიგით მეოთხე ალბომში Mordechai შევიდა, რომელიც 26 ივნისს გამოიცა.

6. Arca - Mequetrefe

ვენესუელელმა მუსიკოსმა Arca ახალი კომპოზიცია Mequetrefe და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი არტისტის ბოლო ალბომში KiCk i არის წარმოდგენილი, რომელიც 26 ივნისს გამოიცა.

5. Big Boi & Sleepy Brown - Can't Sleep

ეპოქალური ჰიპ ჰოპ დუეტის OutKast წევრმა Big Boi და არენბისა და სოულის ვეტერანმა შემსრულებელმა Sleepy Brown ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Can't Sleep გაავრცელეს. ჩანაწერი სამხრეთელების კოლაბორაციული ალბომის მეორე სინგლია.

4. Run The Jewels - A Few Words for the Firing Squad (Radiation)

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა Run The Jewels ახალი კომპოზიცია A Few Words for the Firing Squad (Radiation) გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების ალბომში Run The Jewels 4 შევიდა, რომელიც გაყიდვაში 5 ივნისს ჩაეშვა. 

3. David Datunashvili - 4 Real

ქართული მუსიკის კვოტით დავით დათუნაშვილი ჩვენს სიაში. დუეტის Okinawa Lifestyle ერთ-ერთმა წევრმა ახალი კომპოზიცია 4 Real გაავრცელა. ჩანაწერი არტისტის სოლო ალბომში 6 Plus არის წარმოდგენილი, რომელიც 3 ივნისს გავრცელდა.

2. Terrace Martin - Pig Feet ft. Denzel Curry, Kamasi Washington, G Perico & Daylyt

მულტიინსტრუმენტალისტმა და პროდიუსერმა, ტერეს მარტინმა ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Pig Feet გაავრცელა. ჩანაწერში ცნობილი მუსიკოსები: დენზელ კარი, კამასი ვაშინგტონი, Daylyt და G Perico მონაწილეობენ.

1. Sun Ra Arkestra - Seductive Fantasy

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯაზ ბენდმა Sun Ra Arkestra კომპოზიციის Seductive Fantasy განახლებული ვერსია და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეო გამოაქვეყნა. სინგლი მუსიკოსების ახალ ალბომში A Song for the Sun შევა, რომელსაც კოლექტივი 21-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გაავრცელებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული