Thumbnail

ნახეთ: როგორ მიულოცა ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანს მილიარდერად გახდომა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკელი ტელევარსკვლავი და ბიზნესმენი, კიმ კარდაშიანი ახლახან მილიარდერი გახდა. მისმა ქმარმა, ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა კი ამასთან დაკავშირებით სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა.

ქანიე ვესთი: ძალიან ამაყი ვარ, ჩემი ლამაზი კიმი მილიარდერი გახდა

ნიკი მინაჟი: თუ ჩემი და ქანიე ვესთის ტრეკის მოსმენა გსურთ, შეაწუხეთ კიმ კარდაშიანი

"მოვდივარ სახლში და მთელი აბაზანა საოცარი მცენარეებით მხვდება მორთული. ძალიან ლამაზია. მადლობა ჩემს საყვარელ ქმარს", - ამბობს კიმი ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში.

39 წლის კიმ კარდაშიანი კოსმეტიკური და პარფიუმერული კომპანიის KKW Beauty მფლობელია. მან 2019 წელს კიდევ ერთი ბრენდი Skims დააფუძნა, რომელიც სხეულის სილუეტის გამოსაკვეთ სამოსს აწარმოებს.

კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული