Thumbnail

ბილი აილიში: მე ადამიანები მიზიდავს, გოგონების შეყვარების წინააღმდეგი არ ვარ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალში Style პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის ინტერვიუ დაიბეჭდა. საუბარი 18 წლის გოგონას სექსუალობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს შეეხო, რაც მისმა ჩაცმის სტილმა და საავტორო კომპოზიციამ სახელწოდებით Wish You Were Gay (ვისურვებდი, გეი ყოფილიყავი) წარმოშვა.

ბილი აილიში: რაც ჩემში მოსწონთ, სპეციალურად არ ვაკეთებ

ბილი აილიში: პირველი კოცნა არ იყო ისეთი ჯადოსნური, როგორსაც ველოდი

აღსანიშნავია, რომ თავად არტისტმა ზემოხსენებული კომპოზიციის შინაარსი ინსტაგრამის პირდაპირ ჩართვაში განმარტა:

"ეს სიმღერა დავწერე ბიჭის შესახებ, რომელიც მომწონდა, მას კი არ ვაინტერესებდი. ამან თავი საშინლად მაგრძნობინა. ნებისმიერ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს. უბრალოდ, ვუსურვე, გეი ყოფილიყო, რათა ეს ყოფილიყო ჩემი დაწუნების მიზეზი".

Style-ში დაბეჭდილი სტატიის ავტორმა, ჟურნალისტმა პიტერ უოლესმა ციტატაც მოიყვანა აილიშის ძველი ინტერვიუდან:

"გოგონები მიმზიდველები არიან. ზოგადად, მე ადამიანები მიზიდავს, რომელიმე მათგანის შეყვარების წინააღმდეგი არ ვარ".

ახალ ინტერვიუში კი ბილიმ განაცხადა:

"არ ვცდილობ, განსხვავებული გამოვჩნდე. იყო ის, ვინც ხარ, ყოველგვარი ტყუილისა და იმიჯით მანიპულაციის გარეშე, ერთადერთი კეთილსინდისიერი არჩევანია".

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული