Thumbnail

იაპონური ექსპერიმენტული მეტალ ჯგუფი Boris ახალ კომპოზიციას Anti-Gone და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი ბენდის ახალ ალბომში NO შედის, რომელიც 3 ივლისს გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Boris - Loveless

Boris ტოკიოში 1992 წელს შეიქმნა. ოთხი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Absolutego გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 36 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათი შემოქმედება ექსპერიმენტულ როკს, დუმ მეტალსა და ნოიზს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული