Thumbnail

კორი ტეილორმა Slipknot-ის შემოქმედებიდან თავისი რჩეული კომპოზიცია დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკალური ფესტივალის Knotfest ვებგვერდზე ცნობილი ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის Slipknot ფრონტმენის, კორი ტეილორის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სხვადასხვა თემაზე საუბრისას არტისტმა თავისი ბენდის შემოქმედებიდან რჩეული კომპოზიცია დაასახელა.

Slipknot-ის კორი ტეილორი: სოლო ალბომზე მუშაობა დავასრულე

Slipknot-ის კორი ტეილორი: დროის სატარებლად არაა საჭირო, სასმელი ან ნარკოტიკი მიიღო

"ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი სიმღერა არის Scissors. ეს ტრეკი ძალიან მიყვარს. როდესაც მას ცოცხლად ვასრულებდით, კომპოზიციის მეორე ნაწილი ყოველთვის იმპროვიზებული იყო. ვასრულებდით ერთმანეთისთვის, სრულიად თავისუფლად. არაჩვეულებრივია", - ამბობს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომპოზიცია ბენდმა ცოცხლად ბოლოს 20 წლის წინ, 2000 წლის 13 აგვისტოს, არიზონას შტატის დედაქალაქ ფინიქსში შეასრულა.

Scissors ბენდის სადებიუტო ალბომში Slipknot არის წარმოდგენილი, რომელიც 1999 წელს გამოიცა.

კორი ტეილორმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს როკ ჯგუფ Stone Sour-ში მოღვაწეობით დაიწყო. არტისტი ჰევი მეტალ ბენდს Slipknot 1997 წელს შეუერთდა. მუსიკოსს ბრიტანულმა გამოცემამ NME ყველა დროის საუკეთესო ჰევი მეტალ ფრონტმენების რეიტინგში მეშვიდე ადგილი მიანიჭა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული