Thumbnail

ამერიკელმა რეჟისორმა, სცენარისტმა და კომპოზიტორმა, ჯონ კარპენტერმა ორი ახალი კომპოზიცია Skeleton და Unclean Spirit გაავრცელა. ნამუშევრებზე კარპენტერთან ერთად, მისმა შვილმა, კოდიმ და ნათლულმა, დენიელ დევისმა იმუშავეს.

ჯონ კარპენტერმა შემოქმედებითი კარიერა 1969 წელს დაიწყო. რეჟისორს განსაკუთრებული წარმატება საშინელებათა ჟანრის ფილმებმა: Halloween და The Fog მოუტანა. კარპენტერი ხშირ შემთხვევაში საკუთარი კინოსურათების მუსიკალურ გაფორმებაზე თავად ზრუნავდა. არაერთი საუნდტრეკის ავტორმა 2015 წელს სადებიუტო ალბომი Lost Themes გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული