Thumbnail

Linkin Park-ის ჰიტის In the End კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული ჯგუფის Linkin Park კომპოზიციის In The End ვიდეორგოლის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა. იმის მიუხედავად, რომ კლიპი ბენდმა 2001 წელს გადაიღო, ის ვიდეოპლატფორმაზე 2009 წელს აიტვირთა.

ნახეთ: Linkin Park-ის წევრები ჯგუფის 2001 წელს გამართულ კონცერტს განიხილავენ

Numb-ის შემდეგ ეს ჯგუფის მეორე კლიპია, რომლის იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

In The End "ლინკინ პარკის" სადებიუტო ალბომში Hybrid Theory არის წარმოდგენილი, რომელიც 2000 წელს გამოიცა. კომპოზიციამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა კოლექტივის ვოკალისტს, ჩესტერ ბენინგტონს არ უყვარდა და მისი ჩანაწერში შეტანა არ სურდა.

Linkin Park კალიფორნიაში 1996 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატებას სადებიუტო ალბომის Hybrid Theory გამოსვლისთანავე მიაღწია. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 70 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. კოლექტივს გრემის ჯილდო 2-ჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული