Thumbnail

მოუსმინეთ: დალაი ლამა სადებიუტო ალბომს Inner World ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ტიბეტელი ხალხისა და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერ ლიდერს, დალაი ლამას 85 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მან სადებიუტო ალბომი Inner World გაავრცელა. ნამუშევრის გაყიდვებიდან შემოსული თანხა არაკომერციულ ორგანიზაციას Mind and Life Institute და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამას SEE Learning გადაერიცხება, რომელიც დალაი ლამამ აშშ-ის კერძო კვლევით უნივერსიტეტთან, Emory University-სთან ერთად შეიმუშავა.

11 კომპოზიციისგან შემდგარ ალბომზე დალაი ლამა მუსიკოს ცოლ-ქმართან, ჯუნელე და აბრაამ კუნინებთან ერთად ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. სულიერი ლიდერის მიერ წაკითხულ მანტრებსა და სწავლებებს სწორედ აბრაამის მუსიკა ადევს ფონად. Inner World-ის ჩაწერაში სხვა მუსიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორისაა გრემის ნომინანტი ინდოელი არტისტი, ანოშკა შანკარი, რომელმაც კომპოზიციაზე Ama La იმუშავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული