Thumbnail

ნახეთ: მეტალ ჯგუფმა Destruction სოციალური დისტანცირების დაცვით კონცერტები გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გერმანულმა თრეშ მეტალ ჯგუფმა Destruction სოციალური დისტანცირების დაცვით შვეიცარიაში, კლუბ Z7-ში ორი კონცერტი გამართა. პირველ ღონისძიებას 250 ადამიანი დაესწრო, მეორეს კი 300. დარბაზი სულ 1600 სტუმარზეა გათვლილი.

კონცერტებს ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოეხმაურნენ:

"შვეიცარიაში არაჩვეულებრივი შაბათ-კვირა გავატარეთ. მადლობა ჩვენს ძვირფას თაყვანისმცემლებს, რომლებიც კონცერტზე დასასწრებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. მეტალის მსმენელებმა სოციალური დისტანცირება სამაგალითოდ დაიცვეს. მადლობა კლუბ Z7-ს მიწვევის, სიყვარულისა და კარგი თანამშრომლობისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე კიდევ არაერთ ღონისძიებას გავმართავთ. დაველოდებით მთავრობის რეკომენდაციებს".

Destruction გერმანიის ქალაქ ვაილ ამ რაინში 1982 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს ამ დრომდე 14 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდი ამჟამად 4 წევრისგან შედგება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული