Thumbnail

ბილი აილიშის დედა: ჯასტინ ბიბერის გამო ბილის ფსიქოთერაპევტთან მიყვანას ვაპირებდით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურზე Beats 1 პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშისა და მამამისის, პატრიკ ო’კონელის რადიოგადაცემის Me & Dad Radio მესამე ეპიზოდი 18 წლის არტისტის ბავშვობის საყვარელ კომპოზიციებზე საუბარს დაეთმო. შოუს დედა, მეგი ბერდიც სტუმრობდა. როგორც ამ უკანასკნელმა გაიხსენა, პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერით ბილის გატაცება იქამდე მივიდა, რომ უკვე სერიოზულად ფიქრობდნენ, გოგონა ფსიქოთერაპევტთან მიეყვანათ.

ბილი აილიშმა ინსტაგრამზე ყველა გვერდის გამოწერა გააუქმა

ბილი აილიში: ჯასტინმა რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც აღფრთოვანებული დავრჩები

"ბილი ჯასტინის კლიპის As Long As You Love Me გამოსვლას ელოდებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, რადგან სულ ამაზე ლაპარაკობდა, ძალიან აღელვებული იყო და მოლოდინში ტიროდა ხოლმე. ყველამ იცის ბილის და ჯასტინის ამბები, მაგრამ ეს სიმღერა ამ ისტორიის განსაკუთრებული ნაწილი იყო. ვაპირებდით, ფსიქოთერაპევტთან მიგვეყვანე, რადგან ჯასტინის გამო ძალიან იტანჯებოდი", - მიმართა დედამ აილიშს.

ამ ისტორიის გახსენების შემდეგ რადიოეთერში ხსენებული სიმღერა გავიდა, რა დროსაც ბილი ატირდა.

"ის ახლაც ტირის. ღმერთო, ეს უნდა გადავიღო", - თქვა მომღერლის დედამ, მამამ კი ტრეკის დასრულების შემდეგ აღნიშნა - "სწორედ ამაშია მუსიკის ძალა".

2012 წელს გავრცელებული As Long as You Love Me ჯასტინის მესამე სტუდიური ალბომის Believe სინგლია, რომელშიც ამერიკელი რეპერი Big Sean მონაწილეობს.

როგორც ცნობილია, აილიში წლების განმავლობაში ჯასტინის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მათი პირველი შეხვედრა 2019 წელს Coachella-ს ფესტივალზე, პოპვარსკვლავ არიანა გრანდეს კონცერტზე ბილისთვის მოულოდნელად შედგა. იუთუბზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დააბნია ის ბიბერის დანახვამ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჯასტინ ბიბერმა ბილი აილიშის ჰიტის Bad Guy რემიქსში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული