Thumbnail

ჯონი დეპი: ჩემს გოგონას 13 წლის ასაკში მარიხუანა თავად გავასინჯე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა და სუპერჯგუფის Hollywood Vampires წევრმა, ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდს The Sun სასამართლოში უჩივლა, რადგანაც გამოცემამ 2018 წელს ერთ-ერთ სტატიაში ჯონს "ცოლზე მოძალადე" უწოდა. ახლახან გამართულ სხდომას ჯონი თავადაც დაესწრო. კითხვებზე პასუხის გაცემისას მან გაამხილა, რომ თავის გოგონას, ლილი-როუზს მარიხუანა თავად გაასინჯა.

ნახეთ: ჯონი დეპმა და ჯეფ ბეკმა ჯონ ლენონის Isolation დააქავერეს

ნახეთ: ჯონი დეპმა ჯონ ლენონის Working Class Hero შეასრულა

"მაშინ ჩემი გოგონა 13 წლის იყო. როგორც იცით, ამ ასაკის მოზარდები სასკოლო წვეულებებზე ხშირად იღებენ შემოთავაზებებს ალკოჰოლის, კოკაინის, ექსტაზისა და მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით. 12 წლის იყო, როდესაც მარიხუანა მიაწოდეს, თუმცა, მაშინ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. დავარიგე: "საყვარელო, მომისმინე. თუ წვეულებაზე ხარ და ვიღაცამ ჯოინთი მოგაწოდა, გამოართვი და სხვას მიეცი. გთხოვ, არ გასინჯო უცხო ადამიანის მიერ მოცემული ნარკოტიკი". ვუთხარი, როცა ამისთვის მზად იქნებოდა, ჩემთან მოსულიყო და ეთქვა. არ მინდოდა, რომ პირველად მარიხუანა უცხო ადამიანების გარემოცვაში გაესინჯა. ეს კონკრეტულ სიტუაციაში მამის მხრიდან გამოვლენილი მზრუნველობა და სიფრთხილე იყო. მინდოდა, რომ ჩემთვის არაფერი დაემალა.

როცა მითხრა, რომ მოსაწევად მზად იყო, სახლში შესაბამისი პირობები მოვუმზადე. ტელევიზორში საოჯახო გადაცემა ჩავრთე და საყინულე ნაყინებით გავავსე. ვიცოდი, რომ ჩემი მარიხუანა ხარისხიანი და სანდო იყო. არ მინდოდა, რომ პანიკური შეტევა დამართნოდა. თქვენ შეიძლება, არ მეთანხმებოდეთ, თუმცა, მე პასუხისმგებლიანი მამა ვარ", - უთხრა ჯონმა მოსამართლეს.

ჯონი დეპის შვილი, რომელიც მას ფრანგი მოდელისგან და მსახიობისგან, ვანესა პარადისგან ჰყავს, ამჟამად 21 წლის გახლავთ.

ჯონი დეპს მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ ცნობილ არტისტთან უთანამშრომლია. მათ შორის არიან როკ შემსრულებლები, ელის კუპერი და Aerosmith-ის გიტარისტი, ჯო პერი, რომლებთან ერთადაც სუპერჯგუფში Hollywood Vampires წევრიანდება. კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი 2015 წელს გამოუშვა, რიგით მეორე ალბომი Rise კი 2019 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული