Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის მიერ მიწერილი ბოლო მესიჯი 6ix9ine-მა ლაივში წაიკითხა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა, ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ DJ Akademiks-თან ერთად ჩართვისას, მუსიკოს XXXTentacion-ის ბოლო შეტყობინება წაიკითხა, რომელიც ამ უკანასკნელმა 2018 წლის მაისში, გარდაცვალებამდე მისწერა. სწორედ ამ პერიოდში სიქსნაინი რეპერ Casanova-სთან დაპირისპირებაში იყო ჩართული. ტენტასიონი ტეკაშის აფრთხილებდა, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოეჩინა და დაცვის გარეშე არ გადაადგილებულიყო.

ნახეთ: მესიჯი, რომელიც XXXTentacion-მა გარდაცვალებამდე Young Thug-ს გაუგზავნა

"ფრთხილად იყავი, კარგი? დაცვის გარეშე არ გადაადგილდე. როდესაც სახლიდან გახვალ, მაქსიმალური სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინე. ეცადე, სიმშვიდე შეინარჩუნო", - წერდა ტენტასიონი ტეკაშის ინსტაგრამზე.

20 წლის ჯასეი ონფროი, იგივე XXXTentacion, 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში, საკუთარ ავტომანქანაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. სიქსნაინი კი მისი გარდაცვალებიდან ხუთ თვეში კრიმინალურ დაჯგუფება Nine Trey Bloods-თან ერთად ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაულის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ამჟამად მუსიკოსი სასჯელს შინაპატიმრობაში იხდის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული