Thumbnail

გრემის მფლობელი ახალგაზრდა მუსიკოსი, როდრიკ მური, ფსევდონიმით Roddy Ricch, პლატფორმა National Public Radio-ს გადაცემის Tiny Desk Concert სტუმარი გახლდათ. კალიფორნიელმა არტისტმა შოუში ბენდის აკომპანემენტით კომპოზიციები: Perfect Time, Bacc Seat, High Fashion და War Baby შეასრულა. პერფორმანსში მონაწილეობა ცნობილმა არენბი შემსრულებელმა, Ty Dolla Sign-მა მიიღო.

ნახეთ: DaBaby და Roddy Ricch კლიპში Rockstar

ნახეთ: Roddy Ricch ვიდეორგოლს The Box ავრცელებს

ნახეთ: ჯიმი ფელონის შოუში Roddy Ricch ჰიტს The Box ასრულებს

როდრიკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში კალიფორნიელმა პირველი მიქსტეიპი Feed Tha Streets გამოუშვა. 2018 წელს არტისტი ხსენებული ნამუშევრის მეორე ნაწილით დაბრუნდა. თუმცა, როდი ფართო საზოგადოებამ 2019 წელს გაიცნო, როდესაც მან არაერთ წარმატებულ კომპოზიციაში მიიღო მონაწილეობა. გარდაცვლილი რეპერის, ნიფსი ჰასლისა და როდი რიჩის ტრეკი Racks In The Middle 2020 წლის გრემიზე საუკეთესო ჰიპ ჰოპ ჩანაწერის კატეგორიაშია ნომინირებული. გასული წლის მიწურულს, გაყიდვაში როდრიკის სადებიუტო ალბომი Please Excuse Me For Being Antisocial ჩაეშვა, რომელმაც კომპტონელ შემსრულებელს დიდი წარმატება მოუტანა. სტუდიური ნამუშევარი ბილბორდის სათავეში მოექცა და გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ოქროს სტატუსიც დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული