Thumbnail

ქართველმა არტისტმა Marquess Evergreen სადებიუტო პროექტი Forest Tale გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მულტიმედია არტისტმა, ანდრო გოგიბედაშვილმა, პროექტით Marquess Evergreen, სადებიუტო ემბიენთ ალბომი Forest Tale გაავრცელა. ჩანაწერი ქართულმა ლეიბლმა Expeditions Above გამოსცა. ანდრომ მუსიკალურ ნამუშევართან ერთად საავტორო ილუსტრირებული ზღაპარიც შექმნა, რომელიც სიმშვიდის უფლისწულის შესახებ მოგვითხრობს და რომლის თითოეული თავიც ალბომის თითოეულ ტრეკს შეესაბამება.

მუსიკის მასტერინგზე ხმის ინჟინერმა, ლევან ანდიაშვილმა იმუშავა, ზღაპრის რედაქცია კი პოეტ დავით დეფის ეკუთვნის. Forest Tale-ის შეძენა ვებგვერდ morevi.ge-ზეა შესაძლებელი.

ანდრო გოგიბედაშვილი ფსევდონიმებით Saphileaum, Marquess Evergreen და Farewell Warm Fields მოღვაწეობს. 2016 წელს პროექტით Saphileaum პროდიუსერი Newcomers Tbilisi-ს გამარჯვებული გახდა. მას ალბომები და EP-ები ისეთ საერთაშორისო ლეიბლებზე გამოუცია, როგორებიცაა: Silent Season, Diffuse Reality, Annulled Music, Oslated და NORITE. მუსიკოსის შემოქმედებაზე გავლენა შვედმა არტისტებმა Abdulla Rashim და Acronym, აგრეთვე, იტალიელმა ლუიჯი ტოციმ მოახდინეს. ანდრო ქართული ლეიბლის Expeditions Above დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული