Thumbnail

ნახეთ: Pentatonix-მა ბილი აილიშის სიმღერა When the Party’s Over შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა აკაპელა ბენდმა Pentatonix პოპულარული 18 წლის მუსიკოსის, ბილი აილიშის ჰიტი When the Party’s Over დააქავერა და ვიდეოსთან ერთად გაავრცელა. ტრეკი ბენდის ბოლო EP-ში სახელწოდებით Pentatonix at Home შედის, რომელიც 24 ივნისს გამოიცა.

When the Party’s Over ბილი აილიშის სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? არის წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის მარტში გავრცელდა.

Pentatonix ტექსასში 2011 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა წარმატება 2013 წელს გამოცემული EP-ით PTX, Vol. II მოიპოვა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. კოლექტივის საშობაო ალბომმა That's Christmas to Me კი ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. ჯგუფმა გრემის პრესტიჟული ჯილდო სამჯერ მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული