Thumbnail

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციას Criss Cross ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Rolling Stones 1973 წელს ჩაწერილი, დღემდე გამოუცემელი კომპოზიცია Criss Cross და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში, რომელიც დაიანა ქუნსთმა გადაიღო, ესპანელი მოდელი და მსახიობი, მარინა ონტანაია მონაწილეობს. სინგლი ალბომის Goats Head Soup ბოქს-სეტში შევა, რომელიც 4 სექტემბერს ჩაეშვება გაყიდვაში. სტუდიური ნამუშევრის დელუქს ვერსიაში ზემოხსენებულ სიმღერასთან ერთად კიდევ ორ გამოუქვეყნებელ ტრეკს შეხვდებით.

ნახეთ: 8 წლის შემდეგ The Rolling Stones-მა ახალი სინგლი და კლიპი გაავრცელა

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული