Thumbnail

ნახეთ: Sepultura-მ კომპოზიციები Biotech Is Godzilla და Polícia ონლაინ შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრაზილიურმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Sepultura, ახალი იუთუბ პროექტის SepulQuarta ფარგლებში, კომპოზიციები Biotech Is Godzilla და Polícia ონლაინ შეასრულა. პერფორმანსის მიმდინარეობისას მუსიკოსებს დისტანციურად ცნობილი ბენდის System Of A Down წევრი, შავო ოდაჯიანი და როკ კოლექტივის Titãs წამყვანი გიტარისტი, ტონი ბელოტო შეუერთდნენ.

ნახეთ: Sepultura-მ კომპოზიცია Isolation ონლაინ შეასრულა

Sepultura ქალაქ ბელუ ორიზონტიში 1984 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Morbid Visions გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 14 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. ბენდს აშშ-ში 3 მილიონზე, მსოფლიო მასშტაბით კი 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსების შემოქმედება ჰევი მეტალს, თრეშ მეტალსა და გრუვ მეტალს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული