Thumbnail

ოსბორნების ოჯახი ახალ სერიალში გადაიღეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ოზი ოსბორნისა და თავისი ცოლ-შვილის, შერონისა და ჯეკის მონაწილეობით ტელეკომპანია Travel Channel-ის ეთერში ახალი პარანორმალური სერიალი The Osbournes Want To Believe გავა. პირველი სეზონის პრემიერა 2 აგვისტოს შედგება და მასში სულ 8 ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი.

ოზი ოსბორნი: პირველად გავჩერდი სახლში ამდენ ხანს

ოზი ოსბორნმა გაამხილა, რა სურს, მისი საფლავის ქვაზე ეწეროს

ნახეთ: ოზი ოსბორნმა ელტონ ჯონთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

სერიების დიდი ნაწილი კარანტინის პერიოდში ოსბორნების სახლში გადაიღეს. სიუჟეტის თანახმად, ჯეკი ცდილობს, მშობლები დაარწმუნოს, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული პარანორმალური მოვლენები სინამდვილეს შეესაბამება. ის მათ პოლტერგეისტის, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების, საშიში თოჯინებისა და უცნობი ურჩხულების კადრებს აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ ოსბორნების მონაწილეობით წარსულში სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში შოუები Ozzy & Jack’s World Detour და The Osbournes გადიოდა.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული