Thumbnail

შოტლანდიელმა პროდიუსერმა SOPHIE ლოს ანჯელეში გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე HEAV3N ოცწუთიანი სეტი დაუკრა, რომლის ფარგლებშიც მსმენელს ახალი ტრეკები, მათ შორის ლონდონელ მუსიკოს Shygirl-თან და კანადელ არტისტ Cecile Believe-თან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული ნამუშევრები წარუდგინა. ივენთი შავკანიანი ტრანსექსუალი და ქვიარი ქალების მხარდასაჭერად გაიმართა.

სოფი ქსეონმა, ფსევდონიმით SOPHIE, მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2015 წელს არტისტმა პირველი კომპილაციური ალბომი Product გაავრცელა. სამი წლის შემდეგ კი სოფიმ სადებიუტო ალბომი Oil of Every Pearl's Un-Insides გამოსცა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, ექსპერიმენტულ პოპსა და დენს პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული