Thumbnail

არქივი: ირაკლი ჩარკვიანი - Wooden Monkey (1995)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ირაკლი ჩარკვიანი კომპოზიციას Wooden Monkey ასრულებს. ლეგენდარული მუსიკოსის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაწერილი სიმღერა 1993 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში Svan Songs შედის. მასზე გადაღებული ვიდეო კი 1995 წლით თარიღდება.

ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური კარიერა 1976 წელს ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო. 1990-იანი წლების დასაწყისში უკრავდა ბენდებში "ტაქსი" და "საბავშვო მედიცინა". 1993 წელს გერმანიაში ჩაიწერა მისი სადებიუტო სოლო ალბომი Svan Songs. არტისტმა, რომელმაც 2004 წლიდან ფსევდონიმით "მეფე" მოღვაწეობდა, სიცოცხლეში 4 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო. გამოცემული აქვს აგრეთვე მოთხრობების კრებული "ძველი სათამაშოები" და რომანი "მშვიდი ცურვა". ირაკლი ჩარკვიანი 2006 წელს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის მიერ შექმნილი უკანასკნელი კომპოზიციები მისი სიკვდილის შემდეგ ორ ალბომად გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული