Thumbnail

სიმღერები, რომლებიც ჯასტინ ბიბერმა სელენა გომესს მიუძღვნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპვარსკვლავები, ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ერთმანეთს 2010-18 წლებში ხვდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ. წყვილის თაყვანისმცემლებმა ჯასტინის არაერთი კომპოზიცია დაუკავშირეს სელენას, თუმცა, მუსიკოსმა მხოლოდ რამდენიმე ტრეკზე დაადასტურა, რომ ნამდვილად ამ ურთიერთობით იყო შთაგონებული.

ჯასტინ ბიბერი: სელენა გომესთან ურთიერთობისას ველურივით ვიქცეოდი

სელენა გომესი: ჯასტინ ბიბერი ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა

All That Matters

2013 წელს, ჯასტინის მეორე კომპილაციური ალბომის Journals სინგლის გავრცელებისას, წყვილი დროებით დაშორებული იყო. ჯასტინმა რადიოსადგურ Power 106-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს სიმღერა სელენას ეძღვნებოდა. როგორც მან აღნიშნა, ნამუშევარი იმ პერიოდში დაწერა, როდესაც გოგონასთან თავს ბედნიერად გრძნობდა.

Nothing Like Us

2013 წელს გამოშვებულ რემიქს ალბომში Believe Acoustic შესულ კომპოზიციაზე არტისტმა გამოცემა Billboard-თან ისაუბრა. ბიბერმა სწორედ ამ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმღერა სელენას ეძღვნებოდა.

What Do You Mean?

წყვილი აგრეთვე დაშორებული იყო, როდესაც 2015 წელს, KIIS-FM-ის რადიოშოუში On Air with Ryan Seacrest სტუმრობისას, ჯასტინმა თავის მეოთხე ალბომზე Purpose საუბრისას აღნიშნა, რომ მასში შესული კომპოზიციებიდან რამდენიმე სწორედ სელენასთან ურთიერთობას ეძღვნებოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჰიტი სახელწოდებით What Do You Mean?, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

Sorry

ეს კიდევ ერთი ჰიტია 2015 წლის ალბომიდან Purpose, რომელიც ჯასტინმა სელენა გომესს მიუძღვნა. თავდაპირველად მუსიკოსმა განაცხადა, რომ სიმღერა გოგონას შესახებ დაწერა, მოგვიანებით კი დააკონკრეტა, რომ შთაგონება ყოფილ შეყვარებულთან, სელენასთან ურთიერთობიდან მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული