Thumbnail

Tekashi 6ix9ine: მიკვირს, რომ აქამდე არ მომკლეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა ინსტაგრამის გვერდზე თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა მსმენელმა მას ჰკითხა, აპირებს თუ არა ქუჩაში გადაადგილებას შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ. ტეკაშიმ კი გაკვირვება გამოხატა, რომ ის აქამდე არ მოკლეს.

ნახეთ: XXXTentacion-ის მიერ მიწერილი ბოლო მესიჯი 6ix9ine-მა ლაივში წაიკითხა

ნახეთ: როგორ ემზადებოდა Tekashi 6ix9ine საკუთარი კლიპების გადასაღებად

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა კომპოზიციაზე YAYA კლიპი გადაიღო

"გაოცებული ვარ, აქამდე რომ არ მომკლეს. მაგრამ არც მკვდრად ყოფნაა ცუდი, რადგან ვიცი, როგორ კარგად მოიხსენიებენ არტისტებს გარდაცვალების შემდეგ. #ყალბისიყვარული", - დაწერა კომენტარებში ტეკაშიმ.

აღსანიშნავია, რომ რომ შემსრულებელს შინაპატიმრობის ვადა 2 კვირაში ეწურება.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული