Thumbnail

გავლენიანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა გარდაცვლილი დედის, დონდას დაბადების დღესთან დაკავშირებით კომპოზიცია Donda გაავრცელა. ორწუთიანი ჩანაწერის პირველ ნახევარში თავად დონდა საუბრობს. ის ვეტერანი ბრონქსელი ემსის, KRS-One-ის ცნობილი ნამუშევრის Sound Of Da Police ტექსტს ციტირებს.

მოუსმინეთ: ქანიე ვესთმა Forbes-თან სამი ფრისტაილი წაიკითხა

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

ნახეთ: ქანიე ვესთისა და ტრევის სკოტის კლიპი Wash Us In The Blood

ქანიეს დედა 2007 წელს გარდაეცვალა. დონდა ვესთი 58 წლის ასაკში პლასტიკური ოპერაციის შემდგომმა გართულებებმა იმსხვერპლა. 2004 წელს ჩიკაგოელმა მშობელს კომპოზიცია Hey Mama მიუძღვნა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული