Thumbnail

ახალგაზრდა ინდონეზიელი რეპერი, ბრაიან იმანუელი, ფსევდონიმით Rich Brian, მსმენელს ახალი კომპოზიციით Love In My Pocket და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ტრეკის პროდიუსერი Bēkon გახლავთ, რომელმაც ბრაიანთან წასრულშიც არაერთ წარმატებულ ჩანაწერზე ითანამშრომლა. ნამუშევარი მუსიკოსის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი.

ნახეთ: Rich Brian ვიდეორგოლს 100 Degrees ავრცელებს

მოუსმინეთ: Rich Brian ალბომს The Sailor ავრცელებს

ნახეთ: Rich Brian - Kids

ბრაიანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს ფსევდონიმით Rich Chigga დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2016 წელს გამოშვებული, ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Dat $tick გახდა. არტისტმა ამავე ტრეკის ალტერნატიული ვერსიაც გაავრცელა, რომელშიც ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Wu-Tang Clan-ის ერთ-ერთი ლიდერი Ghostface Killah მონაწილეობს. მუსიკოსი ლოს ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს. შემსრულებლის დისკოგრაფია დღეისთვის 2 ალბომს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული