Thumbnail

ჩიკაგოელი მუსიკოსი, ივან თომას ვაისი, პროექტით Into It. Over It., ახალ კომპოზიციას Living Up To Let You Down და მასზე შექმნილ ანიმაციურ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Figures იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ვაისი 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 18 სექტემბერს გაავრცელებს.

ივან თომას ვაისმა პროექტი Into It. Over It. 2007 წელს შექმნა. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Proper გამოუშვა. არტისტს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ემო როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული