Thumbnail

T.I: ჯეი ზის, ქანიე ვესთისა და ლილ უეინის გვერდით მეც უნდა მომიხსენიოთ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა სამხრეთელმა რეპერმა, კლიფორდ ჰარის უმცროსმა, ფსევდონიმით T.I., რადიოწამყვან ბიგ ბოისთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ჰიპ ჰოპის მოყვარულებისგან საკმარის დაფასებას ვერ იღებს.

T.I.: ნიკი მინაჟი ტოპ 50 რეპერს შორის ყოფნას არ იმსახურებს

რეპერმა T.I.-მ საყვარელი ჰიპ ჰოპ არტისტები დაასახელა

"არ მგონია, რომ ყველამ იცით, რას წარმოვადგენ. ალბათ, არც გახსოვთ, რა გამიკეთებია. რადგან მაგიდებზე არ ვხტები, მათ არ ვატრიალებ და თქვენგან ყურადღებას არ მოვითხოვ, არ ნიშნავს, რომ... როდესაც საუბრობთ რეპერების შემოქმედებაზე, მათ მიღწევებსა და მემკვიდრეობაზე, იქ მეც უნდა მახსენოთ, ჯეი ზის, ქანიეს, ლილ უეინის გვერდზე", - განაცხადა მუსიკოსმა.

თიაიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. დღეისთვის კლიფორდის დისკოგრაფიაში 10 ალბომი ერთიანდება, რომელთაგანაც შვიდმა კომერციული წარმატება მოიპოვა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული