Thumbnail

ბრაიან მეის კუთვნილ ტყეში 200-ზე მეტი რეივერი შეიჭრა და წვეულება მოაწყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინგლისის ქალაქ ბრედფორდის სიახლოვეს ლეგენდარული Queen-ის გიტარისტის, ბრაიან მეის საკუთრებაში არსებულ, 580 ათასი კვ.მ. ფართობის ტყეში შაბათს 200-ზე მეტი რეივერი შეიჭრა და წვეულება მოაწყო. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, კერძო ტერიტორიაზე მყოფმა პირებმა დაშლა კვირას დილით, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა.

ბრაიან მეი: საუკეთესო გიტარისტის წოდებას ჩემზე მეტად სხვები იმსახურებენ

სამართალდამცველების განცხადებით, შეტყობინება მუსიკალური ღონისძიების უნებართვოდ ჩატარების შესახებ გამთენიისას, 07:19 საათზე მიიღეს.

"პოლიციის ოფიცრებმა 09:30 საათზე მიაგნეს ტერიტორიას და თავყრილობა დაშალეს", - წერს The Sun.

"ნამდვილი სიგიჟე იყო. ირგვლივ ათობით მსუბუქი მანქანა, ფურგონი და სატვირთო ავტომობილი ეყენა. ყველა ცეკვავდა. ხალხი ძლივს გადაადგილდებოდა, დიდი აურზაური იყო", - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი თვითმხილველს.

სამართალდამცველებს ადგილზე ხმის გამაძლიერებლები, განათებები, კარვები და სხვადასხვა დეკორაცია დახვდათ.

გამოცემისვე ინფორმაციით, პოლიციამ გამოკითხა თავად ბრაიან მეიც, თუმცა, უცნობია, რა კომენტარი გააკეთა მან მომხდარზე. მეიმ 58-მდე ჰექტარის ფართობის მიწა 2010-იანი წლების დასაწყისში შეიძინა და იქ 100 000 ნერგი დარგო.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული