Thumbnail

ბრიტანული სინთპოპ დუეტი Erasure ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალ კომპოზიციას Shot A Satellite ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეცხრამეტე ალბომში The Neon იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 აგვისტოს ჩაეშვება.

Erasure ქალაქ ლონდონში 1985 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Wonderland გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე 18 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. არტისტებს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული