Thumbnail

ფრანგული ინდი როკ დუეტი Papooz ახალ კომპოზიციას The Garden და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ჩანაწერის მიქსინგის ავტორი ეშ ვორქმანი გახლავთ, რომელიც სხვადასხვა დროს ჯგუფებთან Metronomy და Christine and the Queens მუშაობდა.

Papooz პარიზში 2012 წელს შეიქმნა. 4 წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Green Juice გამოსცეს. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა 2016 წელს გამოშვებულმა სინგლმა Ann Wants To Dance მოუტანა. არტისტების შემოქმედება ინდი როკსა და ბოსა-ნოვა პოპს აერთიანებს. შარშან კოლექტივი საქართველოშიც იმყოფებოდა. პროექტი ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული