Thumbnail

YG: ტეკაში სიქსნაინის გამო ნიკი მინაჟთან აღარ ვითანამშრომლებ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კინონ რეი ჯექსონმა, სასცენო სახელით YG, რადიოსადგურ KRRL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცნობილ რეპერ ნიკი მინაჟთან აღარ ითანამშრომლებს, რადგანაც ამ უკანასკნელმა ტეკაში სიქსნაინთან ერთად კომპოზიცია TROLLZ ჩაწერა.

Tekashi 6ix9ine: მიკვირს, რომ აქამდე არ მომკლეს

ნახეთ: YG ვიდეორგოლს FTP ავრცელებს

მოუსმინეთ: YG - Fuck The Police

"როდესაც მინაჟისა და ტეკაშის თანამშრომლობის შესახებ გავიგე, გული მეტკინა. მე ნამდვილი ქუჩის ბიჭი და კარგი ტიპი ვარ. მინაჟთან აღარასოდეს ჩავწერ ტრეკს. დიდი შეცდომა დაუშვა", - ამბობს რეპერი, რომელმაც სიქსნაინი სამართალდამცველებთან თანამშრომლობისა და კრიმინალური დაჯგუფების წევრების დასმენის გამო არაერთხელ გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ ვაიჯიმ 2018 წელს ნიკისთან, ბიგ შონთან და 2 Chainz-თან ერთად კომპოზიცია Big Bank გაავრცელა.

ვაიჯიმ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ბლადსის" წევრია, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. რეპერის შემოქმედება 4 სტუდიურ ალბომს: My Krazy Life, Still Brazy, Stay Dangerous და 4REAL 4REAL აერთიანებს. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება პირველმა მათგანმა დაიმსახურა, რომელმაც ბილბორდის მუსიკალურ ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული