Thumbnail

ჯარვის კოკერი: პოპულარობა პორნოგრაფიას მაგონებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტპოპ ჯგუფის, Pulp-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ჯარვის კოკერმა ჟურნალ The Sunday Times-თან ინტერვიუში ის პერიოდი გაიხსენა, როცა 1995 წელს, ჰიტის Common People გამოშვების შემდეგ, კოლექტივის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.

ნახეთ: ჯარვის კოკერმა ახალი კომპოზიცია Save The Whale გაავრცელა

ნახეთ: ჯარვის კოკერმა 5 საყვარელი ფილმი დაასახელა

"ძალიან უცნაური დრო იყო, რადგან, როგორც იქნა, ჩემი ცხოვრებისეული ამბიციის რეალიზება მოვახდინე, შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი არ მაკმაყოფილებდა. პოპულარობა პორნოგრაფიას მაგონებდა. კერძოდ, იმას, თუ როგორ აცლის პორნოგრაფია ორ ადამიანს საოცარ რამეს, სიყვარულს, რომლიც მათ შორის ფიზიკურად სექსით გამოიხატება. ვფიქრობდი, ახლა რისი უნდა მჯეროდეს-მეთქი", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ჯარვის კოკერმა შემოქმედებითი კარიერა 1978 წელს ჯგუფ Pulp-თან ერთად დაიწყო. კოლექტივმა არსებობის განმავლობაში 7 ალბომი გამოსცა, მათ შორის უკანასკნელი We Love Life 2001 წელს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება ჰიტებმა Common People და Disco 2000 მოუტანა.

Pulp-ის დაშლის შემდეგ, კოკერმა სოლო კარიერა დაიწყო. 2006 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი Jarvis გაავრცელა. დღემდე არტისტს სამი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. 17 ივლისს კი ახალი პროექტის Jarv Is... ფარგლებში სადებიუტო ალბომის Beyond The Pale გამოშვებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული