Thumbnail

ნახეთ: Big K.R.I.T. მოკლემეტრაჟიან ფილმს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

12 ივლისს თანამედროვე სამხრეთული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ჯასტინ სკოტის, ფსევდონიმით Big K.R.I.T., ბოლო ალბომის K.R.I.T. Iz Here გამოსვლიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მუსიკოსმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოაქვეყნა, რომელიც ჩანაწერში შესულ რამდენიმე კომპოზიციაზე გადაღებულ სხვადასხვა ვიზუალურ მასალას მოიცავს.

ნახეთ: BIG K.R.I.T. - K.R.I.T. HERE

ნახეთ: Big K.R.I.T. ვიდეორგოლს Energy ავრცელებს

ნახეთ: Big K.R.I.T. კლიპს M.I.S.S.I.S.S.I.P.P.I. ავრცელებს

ჯასტინის მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ნამუშევარი See Me On Top გაავრცელა. თუმცა, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2010 წელს გამოშვებული ოფიციალური მიქსტეიპით K.R.I.T. Wuz Here გახდა. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 4 ალბომს აერთიანებს. მისი შემოქმედება კლასიკური სამხრეთული ჰიპ ჰოპისა და ჟანრის თანამედროვე ჟღერადობის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული