Thumbnail

ნახეთ: როჯერ ტეილორმა კომპოზიციაზე Isolation შექმნილი კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Queen დრამერმა, როჯერ ტეილორმა თავის სოლო კომპოზიციაზე Isolation შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. მუსიკოსმა ტრეკი კარანტინის პერიოდში საკუთარ ბაღში მოწყობილ სტუდიაში ჩაწერა.

როჯერ ტეილორი: ფრედი მერკური რომ ცოცხალი იყოს, Queen ახალ სიმღერებს ისევ დაწერდა

როჯერ ტეილორმა მოღვაწეობა 1968 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ლეგენდარულ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. არტისტი ისეთი ჰიტების ავტორი ან თანაავტორია, როგორებიცაა: These Are the Days of Our Lives, Innuendo, Under Pressure და სხვები. მას კარიერის განმავლობაში ისეთ მუსიკოსებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ერიკ კლეპტონი, როჯერ უოტერსი, რობერტ პლანტი, ელტონ ჯონი და სხვები. ტეილორს 5 სოლო ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული