Thumbnail

ნახეთ: ერეკლე დეისაძე / გიორგი მარი - თვალებით ამხელს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა არტისტმა, ერეკლე დეისაძემ და ჯგუფის The Black Marrows გიტარისტმა, გიორგი მარმა ახალი კომპოზიცია "თვალებით ამხელს" და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლის ავტორი საბა შენგელია გახლავთ.

► მოუსმინეთ: ერეკლე დეისაძე / Nimit_ta - ნამასა

► ნახეთ: ერეკლე დეისაძემ კომპოზიციაზე "გამოსვლა" კლიპი გადაიღო

მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო, 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა.

► რეცენზია: Eko & Vinda Folio - თერაპია

არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

გიორგი მარმა შემოქმედებითი კარიერა 2000 წელს ჯგუფში Str!ng დაიწყო, რომელშიც 9 წლის განმავლობაში უკრავდა. 2010 წელს ჰააგაში მცხოვრებმა მარმა ინტერნეტის საშუალებით ზურა ჯავახია გაიცნო და მასთან ერთად პირველი ქართული ნეტ ბენდი ZurGi შექმნა. მისი დაშლის შემდეგ კი, 2014 წელს, მუსიკოსმა ახალი კოლექტივი The Black Marrows ჩამოაყალიბა, რომელთან ერთადაც მომდევნო წელს სადებიუტო ალბომი Hurricane გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული