Thumbnail

ნახეთ: French Montana და Tory Lanez კლიპში Cold

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრენჩ მონტანა მსმენელს კომპოზიციაზე Cold გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ბრონქსელის ჩანაწერში მისი კანადელი კოლეგა Tory Lanez მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები ArmoTunez და Layzbeats არიან.

French Montana: ჰიტების რაოდენობით მხოლოდ ორ რეპერს ვერ ვაჯობებ

French Montana: შემიძლია, ქენდრიქ ლამარი დავჩრდილო

ნახეთ: French Montana კლიპს Salam Alaykum ავრცელებს

ფრენჩ მონტანამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Bad Boy Records წევრმა სადებიუტო ალბომი Excuse My French 2013 წელს გამოუშვა. 4 წლის შემდეგ კი რეპერმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Jungle Rules ჩაუშვა. ჩანაწერის გამორჩეული სინგლი Unforgettable გახლავთ, რომელმაც რვამაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული