Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ს ინსტაგრამისა და ტვიტერის ანგარიშების გაუქმება მოუწია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტეკაში სიქსნაინის ადვოკატმა, ლენს ლაზარომ გამოცემა Complex-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ მუსიკოსი საზოგადოებაში აქტიურ გამოჩენასა და აგვისტოში ახალი ალბომის გამოცემას აპირებს, მანამდე კი უსაფრთხოების მიზნით სოციალური ქსელების ანგარიშები გააუქმა.

Tekashi 6ix9ine: მიკვირს, რომ აქამდე არ მომკლეს

ნახეთ: XXXTentacion-ის მიერ მიწერილი ბოლო მესიჯი 6ix9ine-მა ლაივში წაიკითხა

ნახეთ: როგორ ემზადებოდა Tekashi 6ix9ine საკუთარი კლიპების გადასაღებად

"შინაპატიმრობა 31 ივლისს უსრულდება, ამიტომაც, ჩავთვალეთ, რომ მანამდე სიფრთხილე უნდა გამოეჩინა და სოციალური ქსელების ანგარიშები გაეუქმებინა. ამის გაკეთება იმიტომ გახდა საჭირო, რომ არ გაჟონოს ისეთმა ინფორმაციამ, რაც კრიმინალური დაჯგუფების წევრებს მის ადგილსამყოფელს გააგებინებს. დანიელს სურს, რომ შინაპატიმრობის დასრულების შემდეგ საზოგადოების წინაშე აქტიურად გამოჩნდეს. მას ჰყავს ისეთი პირადი მცველები, რომლებიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტები და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლები იყვნენ. ამიტომ, როდესაც ხალხთან ექნება შეხება, საიმედოდ იქნება დაცული. აგვისტოში ის ახალი ალბომისა და კლიპების გამოცემასაც აპირებს, ძალიან დატვირთული გრაფიკით იმუშავებს", - ამბობს ტეკაშის ადვოკატი.

სიქსნაინს შინაპატიმრობის ვადა 31 ივლისს ეწურება. მან გათავისუფლებამდე უსაფრთხოების მიზნით სოციალური ქსელების ანგარიშები გააუქმა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 8 მაისს, საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული