Thumbnail

მოუსმინეთ: BTS იაპონურენოვან ალბომს Map of the Soul: 7 ~ The Journey ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახალი, რიგით მეოთხე იაპონურენოვანი სტუდიური ნამუშევარი Map of the Soul: 7 ~ The Journey გაავრცელა. ორიგინალურ კომპოზიციებთან Stay Gold და Your Eyes Tell ერთად ჩანაწერში გასულ წლებში გამოშვებული სიმღერების იაპონურ აუდიტორიაზე ადაპტირებული ვერსიებია წარმოდგენილი. ალბომი ლეიბლმა Universal Music Japan გამოსცა.

BTS-მა ადელის რეკორდი მოხსნა

ნამუშევარში ვხვდებით "ბითიესის" კორეულ ალბომებში Map of the Soul 7, Love Yourself: Tear და Love Yourself: Answer შესული კომპოზიციების Boy With Luv, Make It Right, Dionysus, Black Swan, On, Fake Love, Airplane Pt. 2 და Idol იაპონურენოვან ვერსიებს. აგრეთვე მასში წარმოდგენილია 2019 წელს გავრცელებული სინგლი Lights.

ეს 2018 წელს გამოცემული Face Yourself-ის შემდეგ, ჯგუფის პირველი იაპონურენოვანი ალბომია.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული