Thumbnail

ამერიკულმა პანკ რეპ ჯგუფმა Ho99o9 ახალი კომპოზიცია Pigs Want Me Dead და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი ტაილერ ბრედბერი გახლავთ. კოლექტივი ჩანაწერში თეთრკანიანი სამართალდამცველის, დერეკ შოვინის მიერ შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ეხმაურება.

Ho99o9 ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში 2012 წელს შეიქმნა. რამდენიმე EP-ისა და მიქსტეიპის გამოცემის შემდეგ, კოლექტივმა სადებიუტო ალბომი United States of Horror გაავრცელა. ჯგუფის შემოქმედება ჰიპ ჰოპსა და ჰარდკორ პანკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული