Thumbnail

ქანიე ვესთი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი
  • ჩასწორება: ქანიე ვესთის გუნდის ყოფილი წევრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა. მუსიკოსი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ცნობილი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამის შესახებ მისი გუნდის წევრმა, სტივ კრამერმა გამოცემა New York Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა.

► TMZ: ქანიე ბოლოდროინდელ განცხადებებს ბიპოლარული ეპიზოდის გამო აკეთებს

ქანიე ვესთი: პრეზიდენტად ვიყრი კენჭს, რადგან აშშ-ის პოტენციალს რეალიზება სჭირდება

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

"ქანიე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ კამპანიაზე მომუშავე 180 ადამიანი გაათავისუფლა. მასზე არც კარგის თქმა შემიძლია და არც ცუდის", - ამბობს კრამერი.

სტივ კრამერისვე განმარტებით, მუსიკოსმა გუნდის წევრებს გათავისუფლების შესახებ იმავე დღეს, 10 ივლისს აცნობა, როდესაც ტვიტერზე უაიომინგში ამომრჩევლად რეგისტრირების ვიდეო გაავრცელა.

ინფორმაცია გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ, წინასწარი კვლევის შედეგებით, რეპერი საპრეზიდენტო არჩევნებში 2%-ზე ნაკლებ ხმას იღებდა. ქანიეს განმარტებები ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მას აგრეთვე არ უთქვამს, იყრის თუ არა კენჭს 2024 წელს.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული