Thumbnail

popmusic 1980-1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ქიშო გლუნჩაძე ("ქიშო და ინტელიგენცია"), ლადო ბურდული ("რეცეპტი"), დადა დადიანი ("ტაქსი" და "საბავშვო მედიცინა"), სერგი გვარჯალაძე ("გენეტიკური კოდი"), გოჩა აბაშია ("ვნება"), ზაზა ხუციშვილი ("ვაკის პარკი"), თამაზ ნიკოლაძე (საყვირი) და სხვები 1989 წელს საქართველოს ტელევიზიის A სტუდიაში კომპოზიციას "პატიების დღე" ასრულებენ.

ქიშო, ლადო, დადა, სერგი და სხვები - პატიების დღე (1990)

🔻 ქიშო გლუნჩაძე, ლადო ბურდული, დადა დადიანი, სერგი გვარჯალაძე, გოჩა აბაშია, ზაზა ხუციშვილი და სხვები კომპოზიციას "პატიების დღე" ასრულებენ. გადაღებულია 1989 წელს საქართველოს ტელევიზიის A სტუდიაში. #არქივი

Posted by popmusic on ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2020

სიმღერის ავტორი ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, ქიშო გლუნჩაძეა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რეჟისორ ალეკო ცაბაძის მიერ 1985 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში "ლაქა" მონაწილეობით გახდა. შემდგომ პერიოდში ის ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ავტორ-შემსრულებლად მოგვევლინა და უდიდესი როლი შეასრულა 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის ჩამოყალიბებაში. ქიშოს მიერ შექმნილი სიმღერებიდან აღსანიშნავია: "ჭეშმარიტება", "ქრისტიანი", "მოგცემ შანსს", "მწვანე სათვალე", "ამ ნახტომს ვუძღვნი სიყვარულს" და სხვა. 1995 წლიდან მუსიკოსი ქალაქ ნიუ იორკში ცხოვრობს და საპროდიუსერო საქმიანობითაა დაკავებული

კომენტარები

ბოლოს დამატებული