Thumbnail

ქანიე ვესთი: კიმთან განქორწინება მას შემდეგ მინდა, რაც მიკ მილს სასტუმროში შეხვდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, ამომრჩევლებთან პირველი შეხვედრის შემდეგ საკუთარ ცოლს, კიმ კარდაშიანსა და სიდედრს, კრის ჯენერს ღიად დაუპირისპირდა. ქანიემ ტვიტერზე ჯერ დაწერა, რომ შეკრებაზე ტირილის გამო კიმი და კრისი მასთან ფსიქიატრის მიყვანას ცდილობდნენ. გუშინ გამოქვეყნებულ ტვიტების სერიაში კი აღნიშნა, რომ ცოლთან განქორწინებას მას შემდეგ ცდილობს, რაც კიმი "ციხის რეფორმასთან" დაკავშირებით რეპერ მიკ მილს სასტუმრო Waldorf-ში შეხვდა. ამავე პოსტში ვესთმა კარდაშიანის დედა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეადარა.

ქანიე ვესთი: კიმი და დედამისი ფსიქიატრის მოყვანას და ჩემს გამომწყვდევას აპირებენ

"მხეცის ნიშანია" - ქანიე ვესთი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის წინააღმდეგია

"ისინი ცდილობდნენ, ორი ფსიქიატრის თანხლებით გადმოფრენილიყვნენ, რათა შეშლილად გამოვეცხადებინე. კიმთან განქორწინებას მას შემდეგ ვცდილობ, რაც მიკს "ციხის რეფორმასთან" დაკავშირებით სასტუმრო Waldorf-ში შეხვდა. იმ ქალმა კი ამ ღამით ვიდეო გამოქვეყნა. კრის ჩენ ინი", - ვკითხულობთ ქანიეს პოსტში, რომელიც უკვე წაშლილია.

აღსანიშნავია, რომ კიმის დედა და მენეჯერი, კრის ჯენერი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში პრობლემების გამკლავებაზე საუბრობდა.

"ცოტა ხნის წინ პირადი და ოჯახის ასტროლოგიური რუკა შემიდგინეს, რომელშიც წერია, რომ წლების განმავლობაში დიდი სიბრძნე და გამოცდილება მაქვს დაგროვებული და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დრამა მწვავდება და მეჩვენება, რომ მას ვერ გავუმკლავდები, ისეთი ძლიერი ვარ, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებ. სწორედ ეს ძალა მაჩერებს მყარად მიწაზე", - აღნიშნა კრისმა.

ქანიე ვესთი: სიცოცხლე დედამ შემინარჩუნა, მამაჩემი აბორტის გაკეთებას სთხოვდ

ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობას აქტიურად განიხილავს დასავლური მედია.

"კიმი ახლა სრულებით გამოფიტულია. ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა საკუთარ ცხოვრებაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს, პატივისცემის ნიშნად საიდუმლოდ ინახავდა მისი ოჯახის ამ მხარეს", - ციტირებს გამოცემა Entertainment Tonight წყაროს სიტყვებს.

გაზეთის The Sun ინფორმაციით, წყვილი უკვე რამდენიმე თვეა, ცალ-ცალკე ცხოვრობს.

"კარანტინის პერიოდში ისინი ყოველდღე ჩხუბობდნენ. ძირითადად ბავშვების, თავიანთი მომავლისა და იმის შესახებ კამათობდნენ, რომ მათი ინტერესები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა", - მიაწოდა ინფორმაცია გამოცემას წყარომ.

ჟურნალი People-ს კი აცნობეს, რომ კიმი უკვე რამდენიმე კვირაა, ქმრის დახმარებას ცდილობს. გამოცემა TMZ ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში წერდა, რეპერს ბიპოლარული ეპიზოდი აქვს და სწორედ ამას უკავშირდება მის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მუსიკოსმა სტუდიური ჩანაწერით YЕ გაამხილა, რომ ბიპოლარული აშლილობა აქვს.

ბიპოლარული აშლილობა დეპრესიისა და მანიის პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული