Thumbnail

ნახეთ: რა აჩუქეს ბიონსემ და ჯეი ზიმ ბლუ აივის პირველ დაბადების დღეზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანული გამოცემის The Sun ინფორმაციით, ვარსკვლავურმა წყვილმა, ბიონსემ და ჯეი ზიმ თავიანთ შვილს, ბლუ აივის პირველ დაბადების დღეზე 80 000 დოლარად ღირებული ბარბის თოჯინა აჩუქეს, რომელიც ბრილიანტის 160 თვლითა და თეთრი ოქროთია გაფორმებული.

► ბიონსე: Blue Ivy თანამედროვე კულტურაში მნიშვნელოვანი ფიგურაა

► 8 წლის ბლუ აივიმ ხელების დაბანის აუცილებლობის საჩვენებლად ექსპერიმენტი ჩაატარა

მუსიკოსებმა თავიანთ გოგონას დაბადების დღის წვეულებაც მოუწყვეს და გასართობი სივრცე პრინცესების სასახლეს დაამსგავსეს, რომელიც 76 000 დოლარის ღირებულების თეთრი და წითელი ვარდებით იყო მორთული. მათ აგრევე 25 000-ზე მეტი დახარჯეს პატარა სტუმრებისთვის განკუთვნილ კოსტიუმებში, სამკაულებსა და სათამაშოებში. მხოლოდ ნამცხვრებში კი 2 000 დოლარამდე გადაიხადეს.

მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი წყვილის, ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილი ამჟამად 8 წლის გახლავთ. ის მუსიკით თავადაც არის დაინტერესებული. მისი დებიუტი რეპერის 2017 წლის ალბომში 4:44 შესული ნამუშევრით Blue's Freestyle შედგა, რომელშიც ის მამასთან ერთად რეპავს. ბლუ აივი ანიმაციური ფილმის The Lion King რიმეიქის საუნდტრეკების ალბომში The Lion King: The Gift შესული ტრეკის Brown Skin Girl ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელიცაა, რისთვისაც 2019 წელს ღონისძიებაზე Soul Train Awards პირველი ჯილდო მიიღო წლის ჩანაწერის კატეგორიაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული