Thumbnail

50 Cent-ის შვილი: ჩემი რჩეული რეპერების ხუთეულში მამაჩემი სხვა არტისტით შევცვალე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გავლენიანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, 50 Cent-ის შვილმა, მარკიზმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ მან თავისი 5 რჩეული რეპერის სიიდან მამამისი ამოიღო და გარდაცვლილი მუსიკოსით, Pop Smoke-ით ჩაანაცვლა.

50 Cent: ჩემი შვილი მარკიზი ოდესღაც მიყვარდა

50 Cent: ტეკაში მირჩევნია ჩემს ბიოლოგიურ შვილ მარკიზს

"ფოფ სმოუქი უკეთესია, ვიდრე 50 Cent. მეგობრებს ვუთხარი, რომ ჩემს ფავორიტ 5 ჰიპ ჰოპ არტისტს შორის მამაჩემი სწორედ მისით შევცვალე. ის ძალიან ჰგავს 50 Cent-ს, ხმის ტემბრითაც კი. მაგრამ სმოუქი უფრო მელოდიურია", - ამბობს მარკიზი.

50 Cent-სა და მარკიზს შორის კი ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც რეპერი მის დედას, შანიკა ტომპკინს დაშორდა. ამ უკანასკნელის თქმით, მუსიკოსი ვაჟზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ამასთან, ქალმა არტისტი ლონგ აილენდზე მდებარე 4-მილიონ დოლარად შეფასებული სახლის დაწვაში საჯაროდ დაადანაშაულა, რის გამოც ცილისწამებისთვის 50 Cent-მა უჩივლა. 2014 წელს რეპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარკიზი დედის გავლენის ქვეშ მოექცა და სწორედ მის შეხედულებებს იზიარებდა. როგორც ცნობილია, მუსიკოსს სხეულზე ტატუ Marquise აქვს ამოსვირინგებული.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მარკიზმა მამამისი სადებიუტო სინგლში Different გადისა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული