Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Oh Sees ახალი კომპოზიცია Dreary Nonsense გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში Protean Threat შევა, რომელიც გაყიდვაში 18 სექტემბერს ჩაეშვება. ჩანაწერი 13 ტრეკს გააერთიანებს.

Oh Sees სან ფრანცისკოში 1997 წელს შეიქმნა. 2003 წელს კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი "1" გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 22 ალბომი აქვთ გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდმა ბოლო 20 წელიწადში სახელი ექვსჯერ შეიცვალა. არტისტების შემოქმედება გარაჟ როკსა და ფსიქოდელიურ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული