Thumbnail

ნახეთ: Maluma-მ ახალი კომპოზიცია Hawái ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, მალუმამ ახალი სიმღერა Hawái და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. გამოცემა Page Six-ის ცნობით, მუსიკოსმა კომპოზიცია თავის ყოფილ შეყვარებულს, ნატალია ბარულიჩს მიუძღვნა, რომელიც ამჟამად ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარს ხვდება.

► ნახეთ: Maluma კომპოზიციაზე Qué Chimba გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს

სიმღერაში მალუმა ნატალიას არ ახსენებს, თუმცა, წყარო გამოცემას უყვება, რომ მომღერალმა ნამუშევარი სწორედ მას მიუძღვნა. კომპოზიციის კლიპშიც მოქმედება წყვილის გარშემო ვითარდება, რომელთა ურთიერთობაც დროთა განმავლობაში ტოქსიკური ხდება და გოგონა ბიჭთან დაშორებას გადაწყვეტს. კომპოზიციაში მალუმა მღერის:

"მასთან ერთად გადაღებული ფოტო ზუსტად ვიცი, რომ ჩემს საეჭვიანოდ დაპოსტე" - არტისტი ამ სიტყვებით, სავარაუდოდ, ნატალიასა და ნეიმარის სურათს გამოეხმაურა.

ლათინური გრემის მფლობელმა, მალუმამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Felices los 4 და Corazón მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა,

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული