Thumbnail

ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ირაკლი ქოჩიაშვილმა, ფსევდონიმით თერიკა, ახალი კომპოზიცია Bounce და მასზე შექმნილი კლიპი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად ირაკლია. რეპერმა ტრეკი 1 აგვისტოს დაგეგმილი ლაივის პრომოუშენის ფარგლებში ჩაწერა. ღონისძიება ბარში "სივრცე" ჩატარდება და მასში თერიკასთან ერთად მონაწილეობას დასავლელი და DJ Crusher მიიღებენ.

ნახეთ: თერიკა - რა გინდა რო ქნა

ნახეთ: თერიკა - ეს ქალაქი (თბილისო)

ნახეთ: თერიკამ "საგანგებო ჩელენჯი" წამოიწყო და რეპერები გამოიწვია

თერიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ პროექტით "ჩემი ქალაქი" გაიცნო. 2015 წელს მუსიკოსმა პირველი ოფიციალური მიქსტეიპი "სოციალური ნაგავი" გაავრცელა. ნამუშევრის მთავარი სინგლი ამავე დასახელების კომპოზიცია გახლავთ. სოლო კარიერის გარდა, ირაკლი ჰიპ ჰოპ გაერთიანების BAZA წევრიც იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული